მე ვარ ლია უძილაური, დავიბადე ფშავში,დუშეთის რაიონში,სოფელ მაღაროსკარში. საშუალო სკოლა დავამთავრე აქვე. ჩემი ბავშვობა ძალიან თბილად მახსენდება...
სწავლა გავაგრძელე თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში და დავამთავრე ფრანგული და ინგლისური ენების ფაკულტეტი. ინსტიტუტში გატარებული სტუდენტური წლები ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემ ცხოვრებაში. ენას მასწავლიდნენ საუკეთესო ადამიანები და პედაგოგები, მეგობრები ავსებდნენ ჩემ ცხოვრებას,ჩვენს ლექტორებთან და მეგობრებთან ერთად დავდიოდით ყველგან,მთასა თუ ბარში,ერთად ვმეცადინეობდი და ვემზადებოდით გამოცდებისთვის,ისინი იდგნენ ყოველთვის ჩემ გვერდით,იზიარებდნენ ჩემ სიხარულსა და მაშინ რომ სადარდელი მეგონა,იმასაც...ძალიან მიყვარდა ყველა მათგანი და ყოველთვის ვცდილობდით წლების მანძილზე ერთმანეთი არ დაგვეკარგა,რაც ასე თუ ისე ,გამოგვივიდა.. ამჟამად
ვცხოვრობ მცხეთაში,დავდივარ სამთავროს დედათა მონასტერში და მიყვარს ჩემი ქვეყანა...