გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი თემა
პედაგოგი/ საგანი
ა. უძილაური/ინგლისური ენა
კლასი/საფეხური
საფეხური    II       კლასი   VIII
მოსწავლეთა რაოდენობა/ პროფილი
34 /  ს სს მ კლასში არ მყავს.
გაკვეთილის მიზანი  (შეიძლება ჩემი სიტყვებით)
მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის ამოცნობა და ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის გაგება
შეძლოს გრამატიკული უნარ -ჩვევების გამოყენება
შეძლოს მოცემულ თემატიკაზე კითხვის დასმა და საუბარი წარსულ დროში.
ლექსიკური მარაგის გამდიდრება
წინარე ცოდნა
Past simple გრამატიკული დროის გამოყენება
ცეცხლთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების გახსენება
საკლასო მენეჯმენტი
A ფაზა 
აქტივობა 1
მისალმება,  კლასის ორგანიზება,  მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, გაკვეთილის მიზნის გაცნობა-2 წთ
აქტივობა 2 
საშინაო დავალების შემოწმება -წერითი და ზეპირი დავალებები : კითხულობს ერთი მოსწავლე -სხვები ამოწმებენ თავიანთ პასუხებს. არასწორი პასუხის შემთხვევაში ხდება მისი გასწორება სხვა მოსწავლის ან მასწავლებლის ჩარევით( დაფასთან განხილვა)- 12 წთ.
B ფაზა
აქტივობა 3      
გამოწვევა, წინარე ცოდნის გააქტიურება -გონებრივი იერიში -თემასთან დაკავშირებული ლექსიკური ერთეულების გახსენება-ახალ გაკვეთილთან  დაკავშირებული უცხო სიტყვების გაცნობა
შინაარსის რეალიზება-ახალი სასწავლო მასალის გაცნობა   5-7 წთ
აქტივობა 4  -გაკვეთილის აუდიო ჩანაწერის მოსმენა - 4წთ.
აქტივობა 5-ხმამაღალი კითხვა-მოსწავლეები კითხულობენ ხმამაღლა ახალ გაკვეთილს  და იგებენ მის შინაარსს    6-7   წთ.
აქტივობა 6 მოსწავლეები კიდევ ერთხელ უსმენენ აუდიო ჩანაწერს
  4  წთ
  C ფაზა
აქტივობა 7  მოსწავლეები წაკითხული და მოსმენილი ტექსტის მიხედვით ასრულებენ სავარჯიშოს-(true-false)  2 წთ
აქტივობა 8 
მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს ტექსტის ირგვლივ  3 წთ
აქტივობა 9
შეჯამება,მოსწავლეთა შეფასება 2 წთ
აქტივობა 10
დავალებების მიცემა და მითითებები  დავალებასთან დაკავშირებით- 2 წთ.

შედეგი 
უცხ.დ III 1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების და სავარჯიშოს ინსტრუქციის გაგება

უცხ.დ III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტის გაგება
უცხ.დ III.5. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა-წაკითხვა
უცხ.დ.III 6    მოსწავლეს  შეუძლია  ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება
უცხ.დIII.7მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები
უცხ.დ.III8მოსწავლესშეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება
უცხ.დ.III 14   მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში  და
 შეძლებს უპასუხოს კითხვებზე ვინ? სად? როდის? რამდენი? რომელი? როგორი?

რესურსი
New inspiration, pupils book, workbook,CD, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი.
შეფასება
განმსაზღვრელი, განმავითარებელი-მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა ჩართულობას და მათ დაინტერესებას  საგაკვეთილო პროცესის მსვლელობის დროს . ყველა მოსწავლე ფასდება მიმდინარე  განმსაზღვრელი ან განმავითარებელი შეფასებით.

No comments:

Post a Comment