Thursday, March 30, 2017

29 მარტი, 2017 წელი
ნეტავ მახსოვს კიდევ, რაც ვისწავლე? მოდი, შევამოწმებ...

Friday, March 10, 2017

11 მარტი, არც ისე ცუდი დღე..
დღეს მიცვალებულების დღეა,ცოტა ხნით მონასტერშიც შევირბინე, თუმცა .ვერ დავრჩი,ისევ ტრენინგზე ვარ.

Thursday, March 9, 2017

დღეს ისევ ტრენინგზე ვარ...კიდევ კარგი,საინტერესო მაინცაა და ტრენერიც ძალიან საყვარელი გოგოა...

ჩემ შესახებ

      მე  ვარ ლია უძილაური, დავიბადე  ფშავში,დუშეთის რაიონში,სოფელ მაღაროსკარში. საშუალო სკოლა დავამთავრე აქვე. ჩემი ბავშვობა ძალიან თბილად მახსენდება...
სწავლა გავაგრძელე თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში და დავამთავრე ფრანგული და ინგლისური ენების ფაკულტეტი. ინსტიტუტში გატარებული სტუდენტური წლები ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემ ცხოვრებაში. ენას მასწავლიდნენ საუკეთესო ადამიანები და პედაგოგები, მეგობრები ავსებდნენ ჩემ ცხოვრებას,ჩვენს ლექტორებთან და მეგობრებთან ერთად დავდიოდით ყველგან,მთასა თუ ბარში,ერთად ვმეცადინეობდი და ვემზადებოდით გამოცდებისთვის,ისინი იდგნენ ყოველთვის ჩემ გვერდით,იზიარებდნენ ჩემ სიხარულსა და მაშინ რომ სადარდელი მეგონა,იმასაც...ძალიან მიყვარდა ყველა მათგანი და ყოველთვის ვცდილობდით წლების მანძილზე ერთმანეთი არ დაგვეკარგა,რაც ასე თუ ისე ,გამოგვივიდა.. ამჟამად
ვცხოვრობ მცხეთაში,დავდივარ სამთავროს დედათა მონასტერში და მიყვარს ჩემი ქვეყანა...